Sunday, July 13, 2008

ბობოს


აგიგავ "ციხე ქაჯეთის",
შეგირქმევია "არმური",
შეგიღობია ისე,ვით
კაი ყმას თავის მამული,
შიგ შეგილალავს დიაცნი,
ლამაზები და კარგები,
კარ ვერ ვუპოვე,ბეჩავმა,
ან კი შენ მე რას მარგებდი:
იცი, რო მწარეს გეტყოდი,
სიყვარულით, არ აგდებით -
ნამუსი როგორ გასვენებს
ბაოს კარსგარეთ გაგდებით?
ვერც ჩახოხბილი გიშველის,
ვერც "პასვორდების" გამხელა,
როგორ გასძელი ამდენხანს
უბაობაბოდ კახელმა?!

2 comments:

Mimos said...

***
ასე ვუწერ კაფიებსა
ყურცქვიტებს და ბაჭიებსაც...
მეძახიან ბობორიკას,
მიხოს თავის გასჭირვებავ,
სულ არ იცის აემ მიხომ
კაფიებზე დაფიქრება...

Mimos said...

***
"არმურის" ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
მემრე ბაობაბ მოიდა
იმ ციხის სანახავადა...
ბევრი უარა ციხესა,
კარ ვერ უპოვა ძალადა...
დაჰვიწყებიყო ბეჩავსა,
"ჟამ რო მუალის,
კარ გაიღების თავადა"...

და ხო გაიღო, ბაობაბო?
ჰა?
აბა, მაშ აეს ვისი ჟურნალ არისა?

http://baobabim.blogspot.com/