Sunday, July 13, 2008

ბობოს


აგიგავ "ციხე ქაჯეთის",
შეგირქმევია "არმური",
შეგიღობია ისე,ვით
კაი ყმას თავის მამული,
შიგ შეგილალავს დიაცნი,
ლამაზები და კარგები,
კარ ვერ ვუპოვე,ბეჩავმა,
ან კი შენ მე რას მარგებდი:
იცი, რო მწარეს გეტყოდი,
სიყვარულით, არ აგდებით -
ნამუსი როგორ გასვენებს
ბაოს კარსგარეთ გაგდებით?
ვერც ჩახოხბილი გიშველის,
ვერც "პასვორდების" გამხელა,
როგორ გასძელი ამდენხანს
უბაობაბოდ კახელმა?!

1 comment:

Mimos said...

***
"არმურის" ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
მემრე ბაობაბ მოიდა
იმ ციხის სანახავადა...
ბევრი უარა ციხესა,
კარ ვერ უპოვა ძალადა...
დაჰვიწყებიყო ბეჩავსა,
ნათქომ რო არი ძველადა:
"ჟამ რო მუალის,
კარ გაიღების თავადა"...

და ხო გაიღო, ბაობაბო?
ჰა?
აბა, მაშ აეს ვისი ჟურნალ არისა?

http://baobabim.blogspot.com/